სომხეთის მაღალჩინოსანი მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა სამართალწარმოება დაიწყოს. ეთიკის კომიტეტმა თავდაცვის მინისტრის ვიგენ სარგსიანის მიერ გაკეთებული “ბოშა შენ ხარ” კომენტარზე განცხადება არ მიუღია. ამის შესახებ, “ჰაიკაკან ჟამანაკ” სააგენტოსთან საუბრისას კომისიის წევრმა არტაკ სარგსიანმა განაცხადა.
13 იანვარს, თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა ფეისბუქის გვერდზე ფინანსური დახმარების გაწევის მიმართვა გაავრცელა. თუმცა, ქსელის მომხმარებლებმა არაცალსახად აღიქვეს მინისტრის პოსტი ფეიქბუქზე. პეტროს სარგსიანის სახელით მომხმარებელმა მინისტრის პოსტზე თავისი აზრი გამოთქვა, სადაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმით თხოვნა “ბოშობის ახალი ფორმაა”, ამაზე თავდაცვის მინისტრმა შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა:”ბოშა შენ ხარ”.
ეთიკის საკითხების კომიტეტის წევვრის არტაკ სარგსიანის, თქმით თავდაცვის მინისტრის ვიგენ სარგსიანის კომენტარის საფუძველზე შესაძლებელია მის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყოს.
მინისტრმა კომენტარი მოგვიანებით წაშალა.