სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირანის ელჩმა ტონოიანს თანამდებობის დაკავება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სომხურ-ირანული ურთიერთობები განვითარების დადებითი ტენდენციებით გაგრძელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების გზები.