28 მარტს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის “ელბფილარმონიის” დარბაზში სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრმა 2 სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატრიანისა და ედუარდ ჰაირაპეტიანის ნაწარმოებები წარადგინა.
“კონცერტი კიდევ ერთი კარგი საშუალებაა, რომ ხალხს დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მდიდარი და უნიკალური ტრადიციები. ჩვენ წარვადგინეთ სომხური თანამედრო კლასიკური მუსიკა. შთამბეჭდავია, რომ ჩვენი მუსიკა საინტერესო და სასიამოვნო მომენტებს აწვდის კლასიკური მუსიკის დიდი ტრადიციის მქონე ჰამბურგის საზოგადოებას” – განაცხადა ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დილიჟორმა სერგეი სმბატიანმა.
კონცერტის პირველ ნაწილში ორკესტრმა და ნარეკ ჰახნაზარიანმა, რომელიც ჩელოზე უკრავს, დილიჟორ სერგეი სმბატიანის ხელმძღვანელობით კომპოზიტორ ჰაირაპეტიანის მიერ ამ კონცერტისთვის ნარეკ ჰახნაზარიანისთვის მიძღვნილი ჩელოს პარტია შეასრულეს. “ელბფილარმონიაში” კონცერტის საერთაშორისო პრემიერა შედგა.