Latest posts by Aliq Media (see all)
ორწლიანი პაუზის შემდეგ, 11 ივლისს, სომხეთის საზოგადოებრივი რადიო კვლავ ქართულად “ილაპარაკებს”. საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელობამ ქართულენოვანი გადაცემების აღდგენა გადაწყვიტა.
სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულენოვანი გადაცემების მაუწყებლობა 2016 წლის აპრილში შეწყვიტა, როდესაც რადიოს დირექტორი არმენ ამირიანი სხვა თანამდებობაზე გადავიდა, ხოლო ახალმა დირექტორმა, ამჟამად სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, არმენ საღათელიანმა ქართულ ენაზე მაუწყებლობა არამიზანშეწონილად მიიჩნია.
2017 წლის ივნისიდან რადიოს დირექტორი მარკ გრიგორიანი აცხადებს, რომ ამ თანამდებობის დაკავებისთანავე მან გადაწყვიტა ქართულენოვანი ნაწილის აღდგენაზე ემუშავა.
“გასულ წელს იდეის განხორიელებისთვის ვერ მივიღეთ ფინანსური მხარდაჭერა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ ქართულენოვანი კონტენტის აღდგენა. ხოლო დარჩენილი ტექნიკური საკითხები არ არის პრობლემა. ასე რომ, ხვალიდან ქართულენოვანი ნაწილი ვებ-გვერდზეც იმუშავებს”, – “ალიქ მედია”-სთან საუბარში აღნიშნა რადიოს დირექტორმა მარკ გრიგორიანმა.
11 ივლისიდან, ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე armradio.info სხვა ენებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენაც.