სომხეთის სახელმწიფო ვალი მარტის ბოლოს $6.887 მილიარდს შეადგენს

სომხეთის სახელმწიფო ვალი მარტის ბოლოს 6.887 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სომხეთის სახელმწიფო ვალი მარტში 35.9 მლნ აშშ დოლარით ( 0.5%) გაიზარდა.

ამასთან, ერთდროულად გაიზარდა ქვეყნის საგარეო და შიდა ვალი. კერძოდ, საგარეო ვალი მარტში 14.9 მილიონი დოლარით გაიზარდა და დაახლოებით $5.575 მილიარდი შეადგინა. ამავდროულად, შიდა ვალი 21 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და $1.312 მილიარდი შეადგინა.

წლის დასაწყისთან შედარებით სომხეთის სახელმწიფო ვალი $112.5 მლნ დოლარით (1.7%) გაიზარდა.

Leave a Reply