სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას უმასპინძლა

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ანანიანმა 4 ივლისს, სომხეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი ეკონომისტის მარტინ გროტეს ხელმძღვანელობის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძირითადი მიზნები, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის  ამოცანები,  სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის როლი ქონების გადასახადის სფეროში და  საგადასახადო ანგარიშგების ფორმების გამარტივების საკითხები.

Leave a Reply