
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობების შემრულებლის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრები დაიწყო ეუთო-ს მინისკის ჯგუფის თანაპრეზიდენტებსა და ეუთო-ს მოქმედი პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ანჯეი კასპრიშიკთან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანნა ნაღდალიანმა განაცხადა.
უფრო ადრე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეუთო-ს მინისკის ჯგუფის თანაპრეზიდენტების შუამავლობით და მონაწილეობით 16 იანვარს პარიზში ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის შხვედრა გაიმართება.