სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას დაესწრება

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი 12-13 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ჟნევში მიემგზავრება. მნაცაკანიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას დაესწრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიის და სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტი იტყობინება, რომ 13 სექტემბერს მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 39-ე სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვა. სხდომაზე, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაღალი დონის დისკუსია  გაიმართება.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახლად დანიშნულ უმაღლეს კომისარ მიშელ ბაჩელეტის შეხვდება.