სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა სააგენტო ინტერფაქსის შეკითხვებს უპასუხა

ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ინტერფაქსი: ბატონო მინისტრო, რისი თქმა შეგიძლიათ სერგეი ლავროვის შემოთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ეტაპობრივ  დარეგულირებას,  რაზეც  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა?

ნალბანდიანი: ჩემს რუს კოლეგას მრავალჯერ  განუმარტავს, რომ ლავროვის საბუთი, ან შემოთავაზებები არ არსებობს.  მას ბევრჯერ გაუსვამს ხაზი, რომ აზრების გაცვლა ხორცილდება, გამოითქმება იდეები, ფორმირდება აზრები გადაწყეტილებების ძიების მიზნით.

არ არსებობს ეჭვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესის ყველა ეტაპზე, იდეების გაცვლის ეტაპზეც კი, მიდგომა იყო და არის უცვლელი. ამის შესახებ მრავალჯერ გვითქვამს ჩვენც და თანათავმჯდომარეებსაც, მათ შორის ლავროვსაც: საკითხის მოგვარება უნდა იყოს პაკეტური, ეტაპობრივი განხორციელებით.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ურთიერთდამთმობი ფორმირებების მიმართულებით  და ხშირად ახლოსაც კი ვყოფილვართ გადაწყევტილებებთან, მარამ აზერბაიჯანულ მხარეს ხშირად დაუხევია უკან.

ვენაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებების განხორცილება, რომელთა შესახებ აღნიშნულია ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აშშ სახელმწიფო მდივნისა და საფრანგეთის ევროპულ  საკითხებში სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების ვალდებულების ხელახლა  დადასტურება, 1994-1995 წლების ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება, მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების გამოძიების მექანიზმების შექმნა, კონფლიქტის ზონაში უფრო ეფექტური მონიტორინგის განხორციელების მიზნით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის გუნდის შესაძლებლობების გაფართოება. ამ შეთანხმებების განხორციელება შექმნის აუცილებელ პირობებს მოლაპარაკებების პროცესის განახლების, საკითხის გადაწყვეტის სტანდარტების შეთანხმების და ურთიერთდათმთმობი გადაწყვეტილებების ძიების გაგრძელებისთვის.

ინტერფაქსი: რამდენად  რეალურია ვენაში მიღწეული შეთანხმებების განხორციელება?

ნალბანდიანი: თანათავმჯდომარეებს მრავალჯერ უსაუბრიათ ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და  მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირების ვალდებულების  ხელახლა დადასტურების მნიშვნელობისა და  ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე დარეგულირების შესახებ, ცნობილი ხუთი განცხადების ჩათვლით.

სომხეთმა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმით დაადასტურა თავისი ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართ.

თანათავმჯდომარე ქვეყნებს მრავალჯერ მოუწოდებიათ კონფლიქტის ყველა მხარისთვის,   შეასრულონ 1994-1995 წლების სამმხრივი უვადო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აზერბაიჯანი კი მუდმივად უგულებეყოფდა მოწოდებებს, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ  საბუთის წინააღმდეგ, მე ვიტყოდი „პარტიზანულ ომს“ მართავდა, იმის მცდელობით, რომ ამ საბუთის რატიფიცერებულობას საკითხის ქვეშ აყენებდა. თანათავმჯდომარეებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება ამ მოქმედების მიმართ ეუთო-სა და გაერო-ში.

ინციდენტების გამოძიების მექანიზმის შექმნის აუცილებლობა ხშირად აღნიშნულა, მათ შორის 2011 და 2012 წლებში, სოჭში მიღებულ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების განცხადებებში  და სულ ბოლოს შარშან, ბერნში გამართულ სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურების სამიტის შემდეგ თანათავმჯდომარე ქვეყნების ერთობლივ განცხადებებში. აზერბაიჯანი დღემდე  ქმნის დაბრკოლებებს.

ის, რომ თანათავმჯდომარე ქვეყნების მინისტრები პირველად დაესწრნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სამიტს, მოწმობს, თუ რამდენად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანათავმჯდომარე ქვეყნები  ახალი დაძაბულობის პრევენციას, მიღწეული შეთანხმებების  განხორციელებას  და მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის პირობების შექმნას.

იმედი გვაქვს, რომ ამჯერად აზერბაიჯანი არ დააღალატებს თანათავმჯდომარე ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს.

ფოტო: nkr-news.com

 

Leave a Reply