საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სტეფანწმინდაში სომხეთის ორ მოქალაქეს სცემეს.
ინციდენტი სტეფანწმინდასა და ყაზბეგი-ზედა ლარსს შორის მდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაზარალებულები მძღოლები არიან, რომლებსაც რუსეთიდან სომხეთში ხორბალი გადაჰქონდათ.
ერთ-ერთ მათგანს ხელი აქვს მოტეხილი. სომხეთის საელჩომ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა და შს სამინისტროებს, „საიდანაც პირობა მიიღო, რომ მომხდარს გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან“.
imedinews.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021