
Latest posts by Aliq Media (see all)
“ქართული მედიის პატივცემულო წარმომადგენლებო, 10 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი”-ს შეხვედრების ოთახში № 1 (თავისუფლების მოედანი 4), გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ტიგრან ბალაიანის პრესკონფერენცია, სადაც ის ისაუბრებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც გაიმართება სომხეთში ამა წლის ოქტომბერში. სამიტს დაესწრება 30-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, ასევე 80-ზე მეტი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან.
პრესკონფერენციის მსვლელობისას ტიგრან ბალაიანი აგრეთვე უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებს.
მოხარულნი ვიქნებით თქვენი დასწრებით.
სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში”.