28 აპრილს, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მიერ გამართული სხდომის შემდეგ, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ედუარ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტის კანდიდატურას არ წარადგენს.
შარმაზანოვმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ხმას რომელიმე კანდიდატს მისცემს.