
Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ეროვნული საბჭოს მოადგილე ედუარდ შარმაზანოვი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, 16-19 მარტს სამუშაო ვიზიტით, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრება.
ვიზიტის განმავლობაში იგეგმება შეხვედრები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მაკაროვთან. ვიზიტის დასრულებამდე სომხეთის ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი რუსულ მედიასთან პრესკონფერენციას გამართავს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრება, ასევე სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატი ტაჭატ ვარდაპეტიანი.