სომხეთის პრეზიდენტობის სავარუდო კანდიდატი ბრიტანეთში სომხეთის ელჩია

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის თქმით, სომხეთის მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს “მიუკერძოებელი პირი, რომელიც პოლიტიკით დაკავებული არ ყოფილა და პარტიის წევრიც არ არის”.

სერჟ სარგსიანმა ამის შესახებ 16 იანვარს იტელიგენციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ” საუბარი უნდა იყოს ისეთ პიროვნებაზე, რომელიც ცნობილია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, შეუძლია პატივით წარადგინოს სომხეთი სახელი საზღვარგარეთ”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარგსიანია.

სომხეთის ახალ პრეზიდენტს 2 მარტს, სომხეთის პარლამენტი აირჩევს.

Leave a Reply