სომხეთის პრეზიდენტმა იტალიელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა იტალიის პრეზიდენტს სერჯიო მატარელას, ჯენოვაში საავტომობილო ხიდის ჩამოშლის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით.

“სამძიმარს ვუცხადებ იტალიელ  ხალხს და მთავრობას. დაღუპულთა მშობლებსა და ახლობლებს გამბედაობას და სულის სიმტკიცეს, ხოლო ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,” – ნათქვამია განცხადებაში.

იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით ხიდის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

Leave a Reply