
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება.
“არ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ყოველი შეხვედრის შემდეგ მოლოდინი უნდა ჰქონდეს , რადგან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე არსებობს”, – განაცხადა არმენ სარგსიანმა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეხვედრა შედგება კარგ და მეგობრულ გარემოში და ასეთი შეხვედრები ხშირი იქნება.