“სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეიძლება შეუქცევად შედეგამდე მიგვიყვანოს,” – ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის განცხადებაში.
სარგსიანი მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო და მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
„აუცილებელია უარის თქმა დესტრუქციულ ქმედებებზე და დიალოგის შესაძლებლობების ძიება. ამიტომ ყველა მოქალაქეს, თანამემამულეს და დიასპორას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სიტუაციის გამწვავებისგან. არ შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სომხეთის უსაფრთხოება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021