სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 8 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს და მის მეუღლეს ანა ჰაკობიანს შეხვდა.
პრეზიდენტის კაბინეტის ინფორმაციით, ანა ჰაკობიანმა პრეზიდენტს ფონდი “ჩემი ნაბიჯის” პროგრამები გააცნო. აღსანიშნავია, რომ ანა ჰაკობიანი აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელია.
მხარეებმა სოციალური, განათლებისა და კულტურის სფეროში სომხეთის პირველი ლედის ნუნე სარგსიანისა და ანა ჰაკობიანის ერთობლივი პროექტების განხორციელების, საინვესტიციო პროგრამების და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.