მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი საქართველოს ეწვევა. სომხეთის ოფიციალური დელეგაცია პრეზიდენტი არმენ სარგსიანის ხელმძვანელობით საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება.
ალიქ მედიასთან საუბრისას სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოგვიანებით ინფორმაცია გამოქვეყნდება. იმავდროულად, ქართული მედის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრება დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალი 16 დეკემბერს თელავში გაიმართება .