სომხეთის პრეზიდენტი საფრანგეთში Summit of Minds-ის მთავარი მომხსენებელი იყო

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი საფრანგეთის ქალაქ შამონში, 23 სექტემბერს გამართული Summit of Minds-ის მთავარი მომხსენებელი იყო.

სამიტზე კონსტრუქციული დებატები მიმდინარეობდა გლობალური ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე თანამედროვე მსოფლიოში. სომხეთის პრეზიდენტის იდეები და წინადადება მონაწილეებმა პოზიტიურად მიიღეს.

სარგისიანი სამიტის ორგანიზატორებთან შეხვედრისას, სომხეთში ანალოგიური კონფერენციის ჩატარებაზე შეთანხმდა.

არმენ სარგსიანს სამუშაო საუზმე ჰქონდა ევროპარლამენტის, ასევე ცნობილი კომპანიების, ფონდების, ორგანიზაციების და ბანკების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტი ასევე შეხვდა გავლენიან ბრიტანულ გამოცემა The Financial Times-ის და ფრანგული Les Echos- ს რედაქტორებს.