სომხეთის პრეზიდენტი სამართალდაცავებს მიმართავს, მომიტინგეების წინააღმდეგ არათანაბარი ძალა არ გამოიყენონ

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი სამართალდამცავ ორგანოებს აფრთხილებს, ძალადობისგან და არათანაბარი ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. ოპოზიცია დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. პრეზიდენტმა მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია.

„ თანამდებობის, პოლიტიკური მრწამსის და ხედვის მიუხედავად, უნდა ვიფიქროთ ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მომავალზე“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თითოიეულ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის, უკმაყოფილების გამოხატვის უფლება. ასევე, აქვთ უფლება მოითხოვოს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება აურაცხელი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგის შესახებ, რომელიც ომის შედეგად მოხდა.

„მივმართავ ყველას: თქვენი ყოველი ქმედება უნდა იყოს სამართლიანი, კანონთან შესაბამისი. ასევე მივმართავ სამართალდამცავებს: მართლწესრიგის უზრუნველყოფა აუცილებელია. ამავდროულად, გახსოვდეთ, რომ ერევნის ქუჩებში თქვენ წინაშე დგანან თქვენი თანამოქალაქეები. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იცავდნენ სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს“ , – განაცხადა სარქისიანმა.

interpressnews.ge