სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროსთან საუბარში ერევანში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეფასებები გააკეთეს მიმდინარე აქციასა და პოლიციის ქმედებაზე.
„კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა პარლამენტის უფლებაა. ეროვნული კრების უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის წინააღმდეგ ოპოზიციას შეუძლია ხმა მისცეს პარლამენტში. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ან მოქალაქის უფლებაა, ასევე კონსტიტუციის დაკისრებული უფლებების ფარგლებში – იქნება ეს კრების, აქციისა და სხვა მშვიდობიანი მოქმედებების მეშვეობით, თავისუფლად გამოხატონ მათი აზრი, თანხმობა ან უთანხმოება ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის მიმართ,” განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლება ან თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ღირებულებიდან ერთ-ერთია.