სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სრგსიანმა განცხადა, რომ იმ უფლებათა საფუძველზე, რაც კანონმდებლობით აქვს მინიჭებული, არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ინტერესები არასწორად იყოს გათვალისწინებული.
armenpress- ის ინფორმაციით სარგსიანი ამაზე ბელარუსის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
“სომხეთისთვის ევრაზიული რეგიონი მეგობრული წრეა, აქ ის ქვეყნებია თავმოყრილი, რომლებიც აბსოლუტურად მეგობრულად ეპყრობიან სომხეთს. სომხეთისთვის რეგიონი უზარმაზარი სავაჭრო სფეროა, ამიტომ ჩვენივე ინტერესშია ევრაზიაში ინტეგრირება და არა იმიტომ, რომ ვიღაცა გვაიძულებს. მე არ დავუშვებ, რომ ქვეყნის ინტერესები არასწორად აღიქვან.
რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, ეს მარტო სომხეთისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ეს ეხება არცახსა და აზერბაიჯანსაც” , – განაცხადა სარგსიანმა.