სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ნებისმიერი სახის „შეთქმულების“ არსებობა გამორიცხა.
„ყარაბაღის თემა არა ჩემი ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, არამედ სრულიად სომხეთის რესპუბლიკისთვის ეროვნული საკითხია. მისი მოგვარება მისაღები უნდა იყოს სომეხი, „ყარაბაღელი/არცახელი“ და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. შესაბამისად გამოირიცხება ნებისმიერი სახის „კონსპირაციის“ არსებობა. მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩემი მთავარი ამოცანა სომეხი ხალხისთვის მისაღები გამოსავლის პოვნა არის და თუ ჩავთვლი შესაბამის ვარიანტს სწორად, ამ წინადადებას წარვუდგენ ჩვენს საზოგადოებას. მის შესახებ ჩავატარებთ ეროვნულ დისკუსიას, რადგან გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. შემიძლია ვთქვა, რომ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს მოლაპარაკებების პროცესში საკმაოდ საინტერესო დინამიკაა. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ აღნიშნული დინამიკა გაგრძელდება“ – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის და ყარაბაღის ე.წ. მთავრობის მოსაზრებები იდენტურია.
„ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები ოფიციალურ ერევანსა და „არცახს/ყარაბაღს“ შორის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით იდენტურია. ეს სხვაგვარად არც შეიძლება იყოს“ – დაამატა ფაშინიანმა.
წყარო – m2b.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021