სომხეთის პრემიერი 16 ოქტომბრამდე გადადგება, არჩევნები დეკემბერში დაინიშნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად, უახლოეს დღეებში გადადგება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა France 24-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“არჩევნები, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ 9-10 დეკემბერს გაიმართება. ხოლო ამისთვის, მე უნდა გადავდგე 16 ოქტომბრამდე,”- განაცხადა ფაშინიანმა.

2 ოქტომბერს, ღამით, მას შემდეგ რაც სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” საგანგებო სხდომა მოიწვია და მეორე მოსმენით მიიღო კანონი პარლამენტში რეგლამენტში ცვლილებების შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის მოთხოვნით, პარლამენტს ალყა შემოარტყეს.

აქციის დროს ფაშინიანმა გამოაქვეყნა სცენარი, რომლის მიხედვითაც იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა და თუ ეროვნულმა ასამბლეამ ორ ჯერ ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშალება და ვადამდელი არჩევნები ჩატარდა.