
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან როჰანს შორის 13 მაისს, სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბრის დროს ირანის პრეზიდენტმა ფაშინინს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკითხები, ასევე სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავება. ფაშინინი და ირანის პრეზიდენტი მომავალში სომხურ-ირანული შეხვედრების მოწყობაზე შეთანხმდნენ.