სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების რიგი საკითხები განიხილეს.
საუბრის განმავლობაში მხარეებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.