სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. პრემიერმა აღნიშნულ გადაწყვეტილებების მიღების შესახებ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერში ისაუბრა.
პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება მეორადი ბაზრიდან ბინის შესყიდვის პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ, ახალგაზრდა ოჯახებს საშუალება ეძლევათ მეორადი ბაზრიდან ბინა შეიძინონ შემდეგი პირობებით: ერევანში იპოთეკური სესხი 7.5%-ს და რეგიონებში – 5,5%-ს შეადგენს. აქამდე, მყიდველს წინასწარი შენატანის სახით ბინის ღურებულების 30% უნდა გადაეხადა, ახალი წესის თანახმად, პირველადი შესატანი 10%- ია თუ არსებობს სხვა ქონების გირავნობა. ამ პროექტის ფარგლებში მეორად ბაზარზე ბინის შეძენა 25 მილიონი დრამის (₾135,181) ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
მეორე გადაწყვეტილება შემოდგომაზე ფერმერებისთვის სუბსიდირების პროგრამას ეხება. ფერმერები, რომლებიც ხორბლის, ქერისა და საკვები კულტურების დამუშავებას დაიწყებენ, ჰექტარზე 60000 დრამის (₾ 324.417) სუბსიდს მიიღებენ.