17 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეებს უმასპინძლა. თავმჯდომარეები სომხეთში იმყოფებიან სახელწიფო ვალუტის შემოღების 25 წლისთავის მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების მიზნით.
ნიკოლ ფაინიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციისა, სომხური დრამი სტაბილურობას განაგრძობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეებმა პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და გაღრმავებას, მათ შორის, კაპიტალის ბაზრებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში.