სომხეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში, შარლ აზნავურის გამოსამშვიდობებელი ცერემონიას ესწრება (ფოტო)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ცენტრში მდებარე ისტორიული “ინვალიდების სასახლიდან” (Les Invalides) ცნობილი შანსონიე შარლ აზნავურის გამოსამშვიდობებელი ცერემონია იწყება. ამის შესახებ lefigaro.fr იუწყება. ცერემონიას ხელმძღვანელობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი  და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლეებთან ერთად.

ცნობილი საფრანგეთის, წარმოშობით სომეხი მომღერლის, შარლ აზნავურის გამოსამშვიდობებელი ცერემონია სომხეთსა და საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნიებით დაიწყო.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ესწრება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი, ნიკოლა სარკოზი და მათი მეუღლეები, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და სხვები.

შარლ აზნავური 1-ელ ოქტომბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე სახლში გარდაიცვალა. იგი საკუთარ აბაზანაში, გულის და რესპირატორული პრობლემების შედეგად, ფილტვების შეშუპებით 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.