Latest posts by Aliq Media (see all)
ლიბანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 12 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ლიბანელ კოლეგას საად ჰარირიის შეხვდა და მის პატივისცემად ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიბანში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ლიბანსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში მდგრადი ურთიერთობები არსებობს, განსაკუთრებით ბიზნესის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მხრივ.
“ყველასთვის ნათელია ის, რომ სომხეთსა და ლიბანანს შორის კავშირი და ურთიერთობები უძველესი დროიდან მოყოლებული უნიკალურია და ამაში უმნიშვნელოვანესი წვლილი ლიბანში არსებულ მშვიდობიან სომხურ თემს ეკუთვნის,”- განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მან ასევე დასძინა, რომ საკითხები და შეთანხმებები, რომლებიც ვიზიტის განმავლობაში განვიხილეს, ახალ იმპულსს შესძენს სომხურ-ლიბანურ ურთიერთობებს.
თავის გამოსვლაში ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლიბანის სომხური თემი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ლიბანის ეროვნული, შრომის, წარმოების, კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში აქტიურად მონაწილეობენ.