სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ელჩი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა 7 თებერვალს, სომხეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ივან ვოლინკინი მიიღო.

კარენ კარაპეტიანმა და ივან ვოლინკინმა სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების ამჟამინდელი დღის წესრიგისა და მათი გაფართოების პერსპექტივების შესახებ  იდეები გაცვალეს. მათ ასევე ისაუბრეს სომხეთ-რუსეთის მთავრობათაშორისი კომისიის მომდევნო სხდომის სამზადისზე, რომელიც ახლო მომავალში ერევანში გამართება.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები მეღრის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში, აგრეთვე, როგორც საჰაერო კავშირის, მცირე ავიაციის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში საქმიანი წრეების ხელშეწყობაზე.

Leave a Reply