
6 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში საშემოსავლო გადასახადების ცვლილებებზე ისაუბრა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ საშემოსავლო, მოგების და დივიდენტის გადასახდები თანაბრად უნდა გადანაწილდეს. მისი თქმით, ორივე გადასახადი 23%-ით უნდა გათანაბარდეს.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ სამომავლოდ ყოველწლიურად საშემოსავლო გადასახადი 0,5%-ით შემცირდეს.
ფაშინიანს სჯერა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზულ სტიმულს მისცემს ეკონომიკას.