სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს ჯასიმ მუჰამმად ალ კასიმს უმასპინძლა.
შეხვედრის დროს ნიკოლ ფაშინინმა ხაზი გაუსვა არაბთა გაერთიანებული საემიროებთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების და გაღრმავების აუცილებლობას.
ელჩმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია სომხეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.