სომხეთის პირველმა პირებმა, ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, დღეს, 16 ივლისის ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნეს. .
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე და სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უბედური შემთხვევისგან დაზარალებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – წერია სამძიმრის წერილში.