სომხეთის პრემიერ-მინისტრი ირანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინინი ირანის ენერგეტიკის მინისტრს რეზა არდაქანიანს შეხვდა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-ირანის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით  შესაძლებელია სრულყოფილად გააცნობიერონ უახლოეს მომავალში ორმხრივ ურთიერთობებში დიდი პოტენციალი.

“სომხეთი მზადაა  ირანთთან ურთიერთობების დამყარებისთვის. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ  დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ  სომხეთ-ირანის ურთიერთობები ამ პრინციპით გაგრძელდება” , – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რეზა არდაქიანი ასევე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს.

Leave a Reply