სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთიდან წარმოშობით სომეხ ბიზნესმენებს უმასპინძლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ქალაქ კრასნოდარიდან, როსტოვიდან, სტავროპოლიდან, ნოვოროსისკიდან და სხვა ქალაქებიდან წარმოშობით სომეხ ბიზნესმენებს უმასპინძლა.

ბიზნესმენებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი სამშობლოში ჩავიდნენ კონკრეტული საინვესტიციო პროგრამების განხორციელების მიზნით, რომელზედაც ისინი მთავრობასთან გამართავენ დისკუსიებს. მათ გამოთქვეს იმედი, რომ მრავალი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, მათ შორის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

მხარეებმა განიხილეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გამარტივების საკითხები.

“ჩვენი მიზანია, რომ ინვესტორებმა მიიღონ ნამდვილი სარგებელი და ამასთან, მათი საინვესტიციო პროგრამებით  სომხეთმა ორი ძირითადი მიმართულებით ისარგებლოს – პირველი ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და მეორე – სახელმწიფო შემოსავლების ზრდა”, – განაცხადა ფაშინიანმა.

Leave a Reply