სომხეთის პრემიერმა დარონ აჭემოღლუსთან ვიდეოკონფერენცია გამართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინინმა, მისმა მოადგილემ ტიგრან ავინიანმა და სხვა სამთავრობო პირებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს ეკონომისტ და პროფესორ დარონ აჭემოღლუსთან. მათ სომხეთის შესაძლო განვითარების და დარონთან შესაძლო თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აჭემოღლუს მთავრობის მომავალი პროგრამები და პროგრესი გააცნო. ეკონომისტმა აღნიშნა, რომ სათანადო დროა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინსტიტუციური რეფორმების გატარებისთვის. მან აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული ქმედებები დროის განმავლობაში სამოქალაქო, სასამართლო, საფინანსო სისტემების და სხვა სფეროებში დადებითი შედეგების მისაღწევად.

“დღევანდელი მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეები თავიანთ ჩართულობას პოლიტიკაში გრძნობენ. სომხეთში ბევრი ადამიანი მართლაც ღელავს ამაზე, მათ ნამდვილად სურთ პოლიტიკის ნაწილი გახდნენ”, – განაცხადა დარონმა.

ეკონომისტის სიტყვებით, ის მზად არის დაეხმაროს სომხეთის მთავრობას განვითარების, დემოკრატიზაციისა და ნებისმიერ სხვა რეფორმებისთვის. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც ისაუბრებენ ამ საკითხებთან დაკავშირებით.

Leave a Reply