სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინინმა საფრანგეთში ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
შეხვედრის დროს ნიკოლ ფაშინინმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის საფრანგეთთან დამყარებული კარგი ურთიერთობები და რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია ერევანში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიღება. ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, რათა ფრანკოფონიის მე-17 სამიტზე მიიღოს მონაწილეობა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის მხარდაჭერა სომხეთის გენოციდის აღიარებისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. შეგახსენებთ, რომ 2001 წელს საფრანგეთმა აღიარა სომხეთის გენოციდი.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაფორმების საკითხს.