სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია Gallup International-ის პრეზიდენტი კანჩო სტოიჩევი მიიღო. ფაშინინი მიესალმა ასოციაციის 71-ე კონფერენციის ერევანში ჩატარებას და მასში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას.
ასოციაციის პრეზიდენტმა ფაშინინს კონფერენციის აქტუალური თემები და სომხეთის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები წარუდგინა. ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ფორუმზე შეიქმნება ახალი პროექტი რეგიონული თანამშრომლობისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაეცნონ სოციოლოგიის უახლეს ტენდენციებს და გაუზიარონ წარმატებული გამოცდილება.