სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანი 30-31 მაისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.

გასულ კვირას ფაშინიანსა და მის ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეები უახლოეს პერიოდში შეხვედრაზე და ვიზიტების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ეს ფაშინიანის საქართველოში პირველი ვიზიტი იქნება სომხეთის მთავრობის მეთაურის რანგში.

უფრო ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგისიანი საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში მიიწვია.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ამასთან სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს პოპულარულ ადგილს სომეხი ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომელიც სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში შედის.

Leave a Reply