სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა.
„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილება 8 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე“, – ნათქვამია ბაბლოიანის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა.
სომხეთის პარლამენტმა წინა მცდელობის დროს ვერ აირჩია მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ასარჩევად კი 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თუ 8 მაისს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს კვლავ ვერ აირჩევს, კანონის მიხედვით პარლამენტი ავტომატურად დაითხოვება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021