18-21 ნოემბერს, დუბაიში, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის ფარგლებში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, პოლიციის უფროსი ვალერი ოსიპიანი ინტერპოლის გენერალურ მდივანს, იურგენ შტოკს შეხვდა.
შეხვედრაზე ინტერპოლთან თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, ინტერპოლის მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის შესაძლო გაფართოება, ძებნილი პირების გამოვლენის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა საკითხები განიხილეს.
ვალერი ოსიპიანმა ხაზი გაუსვა ინტერპოლის მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობისთვის.