Hraparak.am-ის ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვოვა გასპარიანი ერევნის ნაირის სამედიცინო ცენტრში იმყოფება.
14 ივლისს, სევანში სკუტერის ტარების დროს, 60 წლის გასპარიანი სკუტერიდან გადავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. მას 3 საათიანი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. თუმცა გასპარიანმა პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გაიაროს.
ვოვა გასპარიანი გახლავთ სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, 2017 წლამდე პოლკოვნიკი, სომხეთის უმაღლესი საბჭოს წევრი 1990-1995 წლებში. 2018 წლის 10 მაისის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, იგი პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადადგა.