სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბუქარესტში სომხურ ეკლესიას ეწვია

სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები რუმინეთის დედაქალქ ბუქარესტში სომხურ ეკლესიას ეწვია.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახურმა სურათები გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელები რუმინეთის სომხური თემის წინამძღვრს ტათევ ეპისკოპოსს შეხვდნენ. ფეხბურთელებმა მამა ტათევის კურთხევა მიიღეს.

რუმინეთში სომხეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს.

რუმინეთი-სომხეთის მატჩი 1-ელ სექტემბერს „არენა ნაციონალ“ სტადიონზე შედგება.

Leave a Reply