სომხეთის პარლამენტმა 16 იანვარს, 91 ხმით “ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან თავიანთ კონტროლის ქვეშ მყოფი ერაყის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იეზიდი ხალხის მიმართ 2014 წელს განხორციელებული გენოციდის დაგმობის შესახებ” კანონპროექტი მიიღო.
პროექტი, პარლამენტში დასამტკიცებლად წარადგინეს დეპუტატებმა რუსტამ მახმუდიანმა (ეთნიკურად იეზიდი), მმართველი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ვაჰრამ ბაღდასარიანმა და პარტია “დაშნაკცუთიუნის” ლიდერმა არმენ რუსტამიანმა. ინიციატივას შეუერთდნენ ასევე კოალიციები “წარუკიანი” და “გამოსავალი”.
ხმის მიცემის პროცესამდე რესპუბლიკური პარტიის წარმმადგელენმა სამველ ფარმანიანმა მოუწოდა რეზოლუციაში შეიტანონ სიტყვა “აღიარება”.
“არც ერთი გენოციდის აღიარების რეზოლუციაში სიტყვა “აღიარება” არ იხმარება, ჩვენ ბევრ ქვეყანას ვადანაშაულებთ სელექციურ დამოკიდებულებაში, ჩვენც იგივე არ გავაკეთოთ და სრულებით დავგმოთ”,- აღნიშნა ფარმანიანმა.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი