Latest posts by Aliq Media (see all)
როგორც მოსალოდნელი იყო, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ აირჩია.
არცერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ფაშინიანის პრემიერად არჩევას, ერთმა დეპუტატმა ხმა მისცა ფაშინიანის წინააღმდეგ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განახცადა 11-მა. რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა კი კენჭისყრაშ მონაწილეობა არ მიიღეს.
პარლამენტის სპიკერმა არა ბაბლოიანმა შედეგები გამოაქვეყნა და “კანონპროექტის ჩაგდება”
მიულოცა.
დღევანდელი არჩევნები ფორმალური ხასიათის იყო, რომელიც მიზნად ისახავდა კონსტიტუციით დადგენილ პროცედურებს.
თუ პარლამენტი კიდევ ერთხელ ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ინიშნება.