Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის აეროპორტებში მგზავრების ნაკადმა 2017 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში 1, 922, 183 შეადგინა, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებს.
ინფორმაციას, სომხეთის სამოქაალქო ავიაციის მთავრი სამმართველოს პრესმდივანი სათენიკ ჰოვტვჰანნისიანი ავრცელებს.
სექტემბერში, სომხეთის რესპუბლიკის ორ აეროპორტში მგზავრების ნაკადმა 255, 010 ადამიანი შეადგინა რაც 15,5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.
2017 წლის სექტემბერში ერევნის „ზვართნოცის“ ეროპორტშიც მგზავრთა ნაკადმა 245,364 ადამიანი შადგინა, რაც 11,2%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
გარდა ამისა, 2017 წლის იავნარ-სექტემბრის მონაკვეთში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ზრდის ტენდენციაა ასევე ზვართნოცის აეროპორტის ტვითის გადაზიდვაშიც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში აეროპორტის მიერ გადატანილი ტვირთების რაოდენობამ 17, 183 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 49,7%-ით მეტია.
მიმდინარე წლის სექტემბრში, ქალაქ გიუმრის აეროპორტით 9, 646 მგზავრმა ისარგებლა.
2017 წლის იანვარ სექტემბრის თვეებში, გიუმირის აეროპორტში მგზავრების ნაკადმა 65, 889 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელის იმავე პერიოდთან შედარებით 7 065 მგზავრით მეტია.
საერთო ჯამში, ცხრა თვის განმავლობაში სომხეთის აეროპორტებმა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 21%-ით მეტი მგზავრი მიიღო.