სომხეთის ოპოზიციამ სირიაში ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა გააკრიტიკა

სომხეთის ოპოზიციამ სირიაში ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა გააკრიტიკა.

ოფიციალური პირები აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ჰუმანიტარული კონტიგენტის გაგზავნის გონივრულობის შესახებ ,- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა. ხოლო პარტია „სასნა წრერ-“ მა ეს მიიჩნია “რუსეთზე კოლონიალური დამოკიდებულების გამოხატულებად.”

8 თებერვალს სომხეთის სპეციალისტების 83 კაციანი ჯგუფი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და უსაფრთხოების სპეციალისტები ჰუმანიტარული დახმარების მისიით სირიაში ჩავიდა.

„სომეხი სპეციალისტები განახორციელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიის განაღმვასთან და მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, ალეპოში მათი ფუნქცია იქნება სამედიცინო დახმარების გაწევა ხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ზონის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.