სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინინმა 4 ივლისის მთავრობის სხდომის დროს განაცხადა, რომ მთავრობის სხდომათა დარბაზში სომხური წარმოების კომპიუტერები დამონტაჟდება. არმენპრესსის ინფორმაციით, სხდომის დროს ფაშინიანმა მთავრობის წევრებს მიმართა, რომ მათ წინ სომხური წარმოების კომპიუტერები დევს.
ფაშინიანმა ყველა სომეხ მოქალაქეს მოუწოდა უპირატესობა მიანიჭოს სომხურ პროდუქციას და აღნიშნა,რომ ეს მომგებიანია, რადგან ზრდის ადგილობრივი წარმოებისა და მწარმოებლების შესაძლებლობებს.